ჯალალაბადში ნატოს ბაზაზე თავდასხმის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა

ჯალალაბადში ნატოს ბაზაზე თავდასხმის შედეგად 12 სამხედრო დაიღუპა

Agence France-Presse-ის ინფორმაციით, ავღანეთის აღმოსავლეთით ჯალალაბადის ნატოს ბაზაზე თავდასხმის შედეგად  12 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის არიან როგორც თალიბანის, ისე ნატოს სამხედროები და ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები. 

 

ნატო იუწყება,რომ თავდასხმის მონაწილენი ტერორისტი თვითმკვლელები იყვნენ.

 

AFP-ის ინფორმაციით, თავდასხმა ძლიერი აფეთქებით დაიწყო,რასაც  სროლები მოჰყვა.

 

ნატოს საჰაერო ბაზა აეროპორტთან ახლოს არის განლაგებული. აეროპორტი გამოიყენება მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის.

 

აღსანიშნავია, რომ ეს აეროპორტი სიდიდით მესამეა კოალიციურ ძალთა ბაზებს შორის.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: