ლევან გვაზავამ პროკურატურა უკემენტაროდ დატოვა

ლევან გვაზავამ პროკურატურა უკემენტაროდ დატოვა

შს  მინისტრის ყოფილმა მოადგილემ საგამოძიებო ორგანო უკვე დატოვა. გვაზავას დაკითხვის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ  გვაზავა პროკურატურაში დაკითხვაზე დილის 10:00 საათიდან იმყოფება.

 

ლევან გვაზავა არჩილ კბილაშვილის უწყებაში გუშინ იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადებულა. 

 

არსებული ინფორმაციით, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხა. გვაზავას მეუღლე კატეგორიულად გამორიცხავს ლევან გვაზავას კავშირს ბუტა რობაქიძის საქმესთან.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: