კანცელარიაში ადასტურებენ, რომ 80 თანამშრომელი განთავისუფლებულია
სახელმწიფო კანცელარიაში ადასტურებენ, რომ სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაციის ფარგლებში, 80 თანამშრომელი განთავისუფლდა. ეს ადამიანები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად მათ სამსახურიდან გაუშვებდნენ.
აღნიშნული ინფორმაცია სააგენტო "პირველს" პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურში განუცხადეს.
"სახელმწიფო კაცელარიაში მიმდინარეობს სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია. თანამშრომლების განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება კი იმიტომ მიიღეს, რომ, მათი აზრით, კანცელარიაში მეტისმეტად ბევრი ადამიანი მუშაობდა", - განაცხადა ყანდიაშვილმა.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მთავრობის ყოფილი საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ინფორმაციით, მთავრობის კანცელარიიდან თანამშრომელთა დაახლოებით 50% გაანთავისუფლეს.