ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს დენს გაუთიშავენ
„თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეუწყდება.
10:00-დან 18:00 საათამდე დიდუბის რაიონში ელექტროენერგია არ ექნებათ ცემისა და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებ, 10:00-დან 14:30 საათამდე - გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ხოლო 10:00-დან 16:00 საათამდე ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლისა და ვაზისუბნის II მიკრორაიონის მოსახლეობას.
11:00-დან 18:00 საათამდე კრწანისის რაიონში გაითიშება დიდი ხეივნის და პირველი ხეივნის ქუჩები, ხოლო 11:00-დან 15:00 საათამდე - აეროპორტის დასახლება და რკინიგზის ჩიხი.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.