სოსო რობაქიძე: მოსამართლეები ისევ მიშას მონები არიან!

სოსო რობაქიძე: მოსამართლეები ისევ მიშას მონები არიან!

"სასამართლო არის საზიზღარი და ნაგავი კაცის ხელში! კუბლაშვილის ხელშია ისევ სასამართლო და ბიძინა ივანიშვილი ამ მოსამართლეებს, რომლებიც ისევ და ისევ მიშას მონები არიან, ჯერჯერობით, ვერაფერს უშვება", _ აცხადებს ბუტა რობაქიძის მამა _  სოსო რობაქიძე გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში. 

 

სოსო რობაქიძის მამა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ მიქაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სოსო რობაქიძე აპირებს მოსამართლე ნატო ხუნდაძეს უჩივლოს და, როგორც თვითონ აცხადებს, "მოსამართლის მანტიას ერთხელ და სამუდამოდ გახდის". 

 

"სასამართლოდან გამომაძევეს, რადგან მიქაძის ადვოკატს სიმართლე ვუთხარი. თავდაპირველად კობახიძე (მიქაძის ადვოკატი) ჩემთან მოვიდა და ბოდიში მომიხადა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის გამო "მაპატიე, მიქაძეს რომ ვიცავო". სანამ კუბლაშვილი მანდ ეგდება, ამ საქმეს არაფერი ეშველება. ამიტომ, მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, თუ თქვენ ვერაფერს უშვებით ამ სააკაშვილს, ხალხს ნუ დააკავებთ და ხალხი მიუშვით! ეს ნიშნავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა და იანვრის ბოლოს ეგ ნაძირალა და სისხლიანი კაცი აქ უკვე აღარ იქნება!" _ ამბობს სოსო რობაქიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: