იციკ მოშე: ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა!
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის პოზიციის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას პალესტინის ავტონომიისთვის გაფართოებისა და სახელმწიფო-დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებაზე. საქართველოს ამ პოზიციამ ისრაელის გაღიზიანება გამოიწვია. ხმაურიანი განცხადება გააკეთა ქართულ-ებრაული ბიზნესპალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ. მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის ელჩის ადგილზე, ის დაუყოვნებლივ დატოვებდა თანამდებობას. ამის სესახებ საინფორმაციო სააგენტო „კომერსანტი“ წერს.
როგორ გაგრძელდება ქართულ-ებრაული ბიზნეს-პარტნიორობა? - ამასთან დაკავშირებით იციკ მოშე აცხადებს:
“იმის ნაცვლად, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილგანწყობა შენარჩუნებულიყო, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. ორი მიმართულებით უნდა გვეთანამშრომლა აქტიურად, ეს არის - სახალხო დიპლომატია და ბიზნეს-პარტნიორობა. მაგრამ მიმდინარე მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ მხოლოდ გართულებებია მოსალოდნელი“, – წერს იციკ მოშე.