რას აპირებს დათა ახალაია?

რას აპირებს დათა ახალაია?

"კუდ"-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

 

დათა ახალაიას ბრალი გუშინ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წაუყენეს.

 

ადვოკატის განცხადებით, ბრალდების მხარე ახალაიას თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. დაცვის მხარე ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

 

ახალაიას ადვოკატი პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობისთვი აცხადებს, რომ პროკურატურაში არ ხდება ის, რისი წარმოდგენაც მათ შეიძლება უნდოდეთ. 

 

დაცვის მხარე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა დათა ახალაია საქართველოში ჩამოსვლას.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: