შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი რაოდენობით იარაღი ამოიღო
2012 წლის 28 ნოემბერს შსს ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში მცხოვრები სომხეთის მოქალაქე, ეროვნებით სომეხი, 1959 წელს დაბადებული ვრეჟ მ.
ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩხრეკისას ვრეჟ მ.-ს საცხოვრებელი სახლის სხვენიდან ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 ცალი მჭიდი, 175 ცალი 5,45 მმ-იანი და 47 ცალი 7,62 მმ-იანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა, 2 ხელყუმბარა; ავტომატისათვის განკუთვნილი ხიშტ-დანა ქარქაშით, გლუვლულიანი 16 კალიბრიანი ერთლულიანი სანადირო თოფი. აღნიშნულ საბრძოლო მასალას ვრეჟ მ. უკანონოდ ინახავდა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს შსს ასპინძის რაიონული სამმართველო.