ირაკლი მენაღარიშვილი: ჩემთვის საქართველოს პოზიცია გაუგებარია!

ირაკლი მენაღარიშვილი: ჩემთვის საქართველოს პოზიცია გაუგებარია!

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინას სტატუსი გაეზარდა. პალესტინის სასარგებლოდ ხმა 134-მა ქვეყანამ მისცა, მათ შორის საქართველომ. 

 

"სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია მოტივი, რის გამოც საქართველომ პალესტინას მხარი დაუჭირა", _ ამის შესახებ "ივერიონთან" საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა განაცხადა.  

 

"ჩემთვის გაუგებარია საქართველოს პოზიაცია, რადგან ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორია. ახლა გამოდის, რომ ეს ნაბიჯი ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაიდგა. ეს გადაწყვეტილება იმოქმედებს საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ამერიკასთან. იმედი მაქვს, ქართველი დიპლომატები გონივრულად იმოქმედებენ და ეს გადაწყვეტილება არ ავნებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს" _ განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: