მხედველობადაქვეითებულთათვის მეტროსადგურეში ყვითელი სიგნალები დამონტაჟდება

მხედველობადაქვეითებულთათვის  მეტროსადგურეში ყვითელი სიგნალები დამონტაჟდება

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მეტროებში  ესკალატორებზე მხედველობაშეზღუდელი ადამიანებისთვის ყვითელი ფერის სიგნალები დამონტაჟდება.

 

ყვითელი სიგნალები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაეხმარებათ გაარჩიონ  საფეხურების დასაწყისი და დასასრული, რაც მათ უსაფრთხოებას გააუმჯობესებს და ამ ადამიანების დამოუკიდებლად გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ყვითელი სიგნალები დადგენილია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით.

 

აქცია დღეს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ დაიწყო. ინიციატივა თბილისის მეტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“ დახმარებით ხორციელდება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: