კახა კუკავა: დავკარგავთ ისრაელს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს!

კახა კუკავა: დავკარგავთ ისრაელს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს!

„ჩვენ დავკარგავთ ისრაელს, როგორც ერთ-ერთ კარგ სტრატეგიულ  პარტნიორს“,-  ამის შესახებ კახა კუკავამ  „თავისუფალი საქართველოს“ ოფისში გამართულ კონფერენციაზე  განაცხადა.

 

მისივე  განმარტებით, საგარეო საქმეთა  სამინისტროს ეს ქმედება ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. „მაია ფანჯიკიძის უწყებამ დაგვისაბუთოს, როგორ შედის ეროვნულ ინტერესში ცალკეული სახელმწიფოების აღიარება ორმხრივი შეთანხმების გარეშე?“ - აცხადებს კუკავა. 

 

იგივე აზრს იზიარებს ალექსანდრე შალამბერიძე და ამბობს, რომ ისრაელი ამ ნაბიჯის შემდეგ აუცილებლად შეიცვლის საქართველოსადმი დამოკიდებულებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი და იტალია კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

 

„გამომდინარე სიტუაციის ექსტრემალურობიდან, მოვითხოვთ სასწრაფოდ იქნეს მოწვეული პარლამენტის სხდომა ერთადერთი დღის წესრიგით: „სეპარატიზმთან დაკავშირებული საგარეო პოლიტიკის გამოწვევებისა და  მიმართულებების თაობაზე“ და მიღებულ იქნას შესაბამისი დროული გადაწყვეტილებები, მომავალი საგარეო საფრთხეების პრევენციის მიზნით“, - განმარტავენ პარტია  „თავისუფალი საქართველოს“  წევრები.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: