გიგი უგულავა "Jones Lang LaSalle"-ის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება
თბილისის მერიისა და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „Jones Lang LaSalle“-ს ორგანიზებით, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
შეხვედრაზე ქართველი და უცხოელი ექსპერტები, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების პერსპექტივებს შეაფასებენ და საცალო ვაჭრობისა და ლოჯისტიკის სექტორში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავენ.
კონფერენციაზე JLL (Jones Lang LaSalle) საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კვლევის შედეგებს წარმოადგენს. შეხვედრის მონაწილეები საქართველოს ბაზარზე შემოსვლით დაინტერესებული ბრენდებისა და ფრენჩაიზების მოთხოვნებს გაეცნობიან. საცალო ვაჭრობის სფეროში საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიები საკუთრ მოლოდინებსა და გეგმებზე ისაუბრებენ.
საერთაშორისო კონფერენციას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრება და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.