გია ნოდია: საზოგადოება ხელისუფლებისგან პასუხს ელოდება!
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა უპასუხოს საკუთარ მოსახლეობას, რის საფუძველზე გადადგა ეს ნაბიჯი“, - აცხადებს ექსპერტი გია ნოდია საქართველოს მიერ პალესტინის სახელმწიფოებრივი სტატუსის აღიარების კომენტირებისას.
„მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის მიმართ საქართველოს ვალდებულებები არ აკისრია, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება არასწორია. საზოგადოების დიდი ნაწილი პასუხის მოლოდინშია“,- ამბობს ექსპერტი.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ისრაელისა და აშშ-ს წინააღმდეგობის მიუხედავად, პალესტინისთვის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა.
სტატუსის გაზრდას 134-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის რუსეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ და იაპონიამ. თავი 41-მა ქვეყანამ შეიკავა, ამ ქვეყანაში შედიან დიდი ბრიტანეთი და გერმანია. წინააღმდეგ კი ცხრა ქვეყანამ მისცა ხმა, მათ შორის ამერიკისა და ისრაელის გარდა იყვნენ კანადა, ჩეხეთი, პანამა, მარშალის კუნძულები და ა.შ.