პუტინის წერილი ფარულ გზავნილად შეფასდა

პუტინის წერილი ფარულ გზავნილად შეფასდა

პუტინის მიერ ფედერალური ასამბლეისთვის მიწერილი  წერილი ფარულ  გზავნილად შეფასდა. ინფორმაციას გაზეთი "Ведомости"  ავრცელებს.

დოკუმენტის არსი კრემლის ადმინისტრაციის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომლისთვის იყო  ცნობილი. პროცესს კურირებას ადმინისტრაციის მეთაური სერგეი ივანოვი უწევდა.

 

პროცესი მას შემდეგ გახდა საიდუმლო, რაც პრესაში  სერგეი ივანოვთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მომზადებული დოკუმენტი გამოჩნდა.

დოკუმენტში პუტინს სთხოვდნენ დაესახელებინა მიზეზები, რის გამო აირჩიეს ის  მესამე ვადით. პრეზიდენტს ურჩევდნენ ასევე წინასაარჩევნო დაპირებებსა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ ესაუბრა.

 

"Ведомости" ასევე იუწყება, რომ ამ გზავნილის შესახებ  სასაუბროდ პრეზიდენტი ასამბლეის წინაშე 12 დეკემბერს, კონსტიტუციის დღეს აპირებს წარსდგეს, რის შემდეგაც პუტინი, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ისე წარმოჩნდება.

 

თუმცა თვითონ რუსეთის პრეზიდენტი ამის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და შეხვედრის ზუსტ თარიღსაც  არ ასახელებს.

20 დეკემბერს, პარლამენტის წინაშე გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც თავისი გზავნილის რამდენიმე პუნქტის ახსნას შეეცდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: