კახა გეწაძეს ლუკა კურტანიძე შეცვლის?!

კახა გეწაძეს ლუკა კურტანიძე შეცვლის?!

„ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ლუკა კურტანიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე  იყრის კენჭს.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაცით, კურტანიძე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად განცხადებას რამდენიმე დღეში შეიტანს.

 

„როცა  პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე, ვთქვი, რომ შევასრულებ სახელმწიფო დავალებას და დავიხარჯები იქ, სადაც საჭირო ვიქნები. რაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა, საერთოდ წაშალეს უმცროს-უფროსობის პატივისცემა. ის თაობა დაივიწყეს, ვინც ჩვენ გზა გაგვიკვალა. გააბინძურეს ზონდერ-ბრიგადებით და დანერგეს უსამართლობა. ამ სიბინძურისგან უნდა გავათავისუფლოთ ჭიდაობა. იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც ხელი შეუწყო სპორტის ამ სახეობის გაბინძურებას. პირველ რიგში უნდა დასაქმდნენ პროფესიონალები და მათ უნდა აკეთონ თავისი საქმე. და, ყველაზე მთავარი, ადამიანის სიცოცხლეშივე დაფასება უნდა ვისწავლოთ!  ყველა ვინც რაიმე სიბინძურეში მონაწილეობდა, ჭიდაობის სამყაროდან მოკვეთილნი იქნებიან“, – განაცხადა ლუკა კურტანიძემ გაზეთ „რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

ლუკა კურტანიძე 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს ლაგოდეხში იყრიდა, თუმცა არჩევნები წააგო. 

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციაში რიგგარეშე არჩევნები ფედერაციის პრეზიდენტის კახა გეწაძის დაკავების გამო დაინიშნა. არჩევნები15 დეკემბერს გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: