საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ბეი ფენგი ეწვევა
3 – 4 დეკემბერს, თბილისს, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე სახალხო დიპლომატიისა და საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში ბეი ფენგი ეწვევა.
სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე შეხვდება სტუდენტებს, ეწვევა ამერიკულ კუთხეებს, შეხვდება აშშ–ის მთავრობის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აშშ–ის საელჩოს ინგლისური ენის პროგრამის მონაწილეებს.
რეგიონში ვიზიტისას, ფენგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოინახულებს.