რას ჰპირდება პაატა ზაქარეიშვილი პანკისელ ქისტებს?

რას ჰპირდება პაატა ზაქარეიშვილი პანკისელ ქისტებს?

პანკისის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში  პაატა ზაქარეიშვილს, რათა ობიექტურად მოხდეს ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება.

 

დღეს პაატა ზაქარეიშვილი პანკისის ხეობაში ჩავიდა და ადგილობრივ ქისტ მოსახლეობას შეხვდა.

 

მინისტრმა ისაუბრა პანკისის ხეობის მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაში და გამოთქვა მზადყოფნა ხეობის ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის საქმეში აქტიურ თანამონაწილეობასა და თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ხეობის ქისტი მოსახლეობა ისტორიულად და დღესაც იყო და არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ნაწილი საქართველოს სახელმწიფოსი და პირობა მისცა, რომ მათი წვლილი აუცილებლად იქნება დაფასებული ახალი ხელისუფლების მხრიდან.

 

მოსახლეობამ თავის მხრივ გამოხატა თავისი ღრმა პატივისცემა სახელმწიფო მინისტრის მიმართ და მადლობა გამოთქვა ამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის.

მოსახლეობამ განსაკუთრებული აქცენტი განათლების სფეროში არსებულ სირთულეებზე გააკეთა, ასევე მწვავედ დააყენეს მათი მშობლიური, ჩეჩნური ენის ასიმილაციის საშიშროების საფრთხე და მოითხოვეს, რომ სკოლებში შემოღებულ იქნას მათი მშობლიური ენის სწავლება, რაც თავის მხრივ იქნება გარანტი მათ ისტორიულ სამშობლოსთან - ჩეჩნეთთან ურთიერთობების აღდგენისა.

 

ასევე, პრობლემები აღმოჩნდა ახალგაზრდების დასაქმების, მათი სხვადასხვა სახის პროექტებსა და პროგრამებში ჩართულობის ამაღლების მხრივ, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების, საზღვრის გადაკვეთისას შექმნილი ხელოვნური შეფერხებების, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენისა და სპორტის სფეროში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: