ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის მომავალ ხელმძღვანელს ხვდება

ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის მომავალ ხელმძღვანელს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გაერთიანებული შტაბის უფროსობის კანდიდატს ირაკლი ძნელაძეს ხვდება. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულია, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, შეხვედრაზე სამომავლო გეგმებს განიხილავენ.


შეხვედრის შემდეგ  თავდაცვის მინისტრი ირაკლი ძნელაძეს პრეზიდენტთან წარადგენს. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს მისი დანიშვნის ბრძანებას. ირაკლი ძნელაძე მხოლოდ ამის სემდეგ გახდება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი.

გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესისთვის" გუშინ გახდა ცნობილი.

ასევე გუშინ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის მრჩეველმა, ვაკო ავალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ გაერთიანებული შტაბის უფროსის კანდიდატურა მინისტრსა და პრეზიდენტს შორის უკვე შეთანხმებულია.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ძნელაძე შეიარაღებულ ძალებში 20 წელია, მსახურობს; სხვადასხვა დროს მუშაობდა სახმელეთო ძალებსა და გაერთიანებულ შტაბში; იყო უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: