„საჰაერო კოდექსში" სპეციალური რეისის ცნება შემოდის

„საჰაერო კოდექსში" სპეციალური რეისის ცნება შემოდის

"საქართველოს საჰაერო კოდექსში" სპეციალური რეისის ცნება შემოდის. სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების გადაყვანისთვის განკუთვნილი სპეციალური რეისებისა და აღნიშნული რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებამოსილების განსაზღვრის საკითხი ამ ეტაპზე წესრიგდება.  ამის შესახებ  ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებულ "საჰაერო კოდექსში" წერია.

 

კერძოდ, კოდექსის პირველ მუხლს ემატება აბზაცი – "საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისი - სახელმწიფოს უმაღლესი თანანმდებობის პირების გადაყვანის განკუთვნილი რეისი". 

 

ამასთან, სამოქალაქო ავიაციაში სპეციალური რეისების შესრულების პროცესში ჩართული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებამოსილებები და ამ რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროცედურები საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სამართლებლივი აქტებით განისაზღვრება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: