არჩილ კბილაშვილი: გირგვლიანის საქმეზე ქართულმა სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოიხადოს
,,გირგვლიანის საქმზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და სახელმწიფო ვალდებულია, ეს საქმე გახსნას. არსებობს ახალი გარემოებები, ახალი ჩვენებები, ახალი მოწმეები, რომელთა ვინაობასაც, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ ვახმაურებთ", _ ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, ახალი ჩვენებები და მოწმეები ბევრ დეტალს ნათლად წარმოაჩენს, რაშიც როგორც დამკვეთის, ისე შემსრულებლის როლი იგულისხმება.
,,ეს ის საქმეა, რომლის გამოც ქართულმა სახელმწიფომ ბოდიში უნდა მოიხადოს. ჩვენ ვალდებული ვართ ამ ოჯახის წინაშე. სამწუხაროდ, გირგვლიანების ოჯახი აღარ არსებობს, ის განადგურებულია, მაგრამ ბოდიშის მოხდის მოვალეობა ჩვენ, რაც შეიძლება მალე უნდა შევასრულოთ", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.