კახა კუკავას ვერსია თანამდებობისთვის შეუფერებელ მინისტრებზე

კახა კუკავას  ვერსია თანამდებობისთვის შეუფერებელ მინისტრებზე

პარტია "თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა ყველაზე სკეპტიკურად შს და იუსტიციის მინისტრების საქმიანობას აფასებს.  როგორც კუკავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, გუნავას, კალანდაძისა და გეწაძის საქმეები "ნაციონალური მოძრაობის" ხელში რკინის არგუმენტი იყო.


"ბოკერიამ რაც ლობისტები დაიქირავა, იმდენი არგუმენტი ვერ მისცა მათ, რამდენიც ღარიბაშვილმა და წულუკიანმა, რადგანაც ეს მათთვის "რკინის არგუმენტია", _ განაცხადა კუკავამ.


"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი მთავრობის სხვა უწყებების ხელმძღვანელების განცხადებებსაც აკრიტიკებს და მიაჩნია, რომ თითოეულმა მინისტრმა საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაციები უნდა მიაწოდოს. მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია ახალი მთავრობის საქმიანობის შეფასება, თუმცა ეს ადამიანები, რომლებიც ძველ ხელისუფლებაში ძალადობრივ დანაშაულებებს ჩადიოდა, მოქმედმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაასამართლოს.


"ეს ადამიანები, რომლებსაც ძალადობრივ დანაშაულში ედებათ ბრალი, აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. ახალი მინისტრები, ვინც ამაზე არიან პასუხისმგებლები, ამ დროისთვის თანამდებობისთვის შეუფერებლები არიან", _ აღნიშნა კუკავამ.


მისი თქმით, ზოგიერთი მინისტრის განცხადებები, საზოგადოებაში ეჭვებს ბადებს, კერძოდ, განათლების მინისტრის მიერ სწავლის საფასურის გაძვირებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. კუკავას თქმით, მინსიტრებმა გასაგებად უნდა თქვან, რამდენს გადაიხდის საზოგადოება ელექტროენერგიაზე და რამდენი იქნება პენსია და სხვა მსგავსი საკითხები.


"არ ვამბობ, რომ ყველა დაპირება ერთბაშად უნდა შესრულდეს, მაგრამ ყველა საანგარიშო პერიოდში მათ კონკრეტული პასუხები უნდა ჰქონდეთ. 6 თვის შემდეგ, მინისტრები უნდა გვესაუბრნონ იმაზე, თუ კონკრეტულად, რა გაკეთდა", _ განაცხადა კახა კუკავამ.


მისივე თქმით, გაზაფხულზე მინისტრებს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, კონკრეტული პასუხები უნდა ჰქონდეთ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: