რა პრობლემები აქვთ სასწრაფოს ექიმებს?

რა პრობლემები აქვთ სასწრაფოს ექიმებს?

"მაესტროს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა ლევან ლომსიანიძემ, ალექსანდრე ჩუბინაშვილა და ციცი კაშიამ დარგში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.


მათი განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ძალიან ბევრი პრობლემაა. არსებული სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობა მცირეა და ვერ აუდის გამოძახებებს. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა. ასევე მცირე რაოდენობითაა სამედიცინო ტექნიკა, აღჭურვილობა, ავტომობილები... აღნიშნული პრობლემების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოძახებაზე დაგვიანებით მიდის.


"არსებული პრობლემების გამო გვიგვიანდება გამოძახებზე მისვლა. ამიტომ საზოგადოება უკმაყოფილებას გამოთქვამს", - აცხადებენ ექიმები.


მათი განცხადებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრი დავით სერგენკო აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმირებულია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: