დავით ზალკალიანი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციას ევროკომისიის განვითარებისა და თანამშრომლობის გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლოს გეოგრაფიული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი ანდრეა ფონტანა ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის ძირითად თემას საქართველოსთვის განკუთვნილი ეროვნული პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირის დახმარების დაგეგმვასა და პროგრამირებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტების განხორციელების კუთხით არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან დახმარების აღმოჩენის პერსპექტივები განიხილეს.