დავით ნარმანია შვეიცარიის ელჩს შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს რუდოლფ შოხს შეხვდა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
გიუნტერ ბეხლერმა და დავით ნარმანიამ ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ელჩმა მინისტრს შვეიცარიის მთავრობის 2013-2016 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.