თავდაცვას და პოლიციას დაფინანსებას უმცირებენ

თავდაცვას და პოლიციას დაფინანსებას უმცირებენ

2013 წლის ბიუჯეტით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს დაფინანსება უმცირდებათ.


ამის შესახებ ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტში წერია, რომელიც მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებად უკვე დაუბრუნა.


ამ ორი უწყების დაფინანსების შემცირებით გამოთავისუფლებული რესურსი ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების დაფინანსებას დაემატება.

საბიუჯეტო პროექტის კორექტირებული ვარიანტის მიხედვით, 2013 წლისთვის 15,2 მილიონით შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო 30,0 მილიონი ლარით თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: