სად შეაფარეს თავი “იმედიდან” გაშვებულმა ჟურნალისტებმა?

სად შეაფარეს თავი “იმედიდან” გაშვებულმა ჟურნალისტებმა?

“პირველმა რადიომ“ განახლებული ფორმატით მაუწყებლობა FM 106.4 სიხშირეზე დღეს დაიწყო. რადიოს ეთერში დილის 9-დან საღამოს 10 საათამდე საინფორმაციო გამოშვებები ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილ თანამშრომლებს - ნოდარ მელაძეს, ლევან ტაბიძეს, თამთა ფეიქრიშვილსა და ქეთი ქაშაკაშვილს  (106,4FM) მიჰყავთ.


„პირველი რადიოს“ წარმომადგენლის ნინო გაბრიაძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები გადის ეთერში.


შეგახსენებთ, რომ „პირველი რადიოს“ მაუწყებლობა შეჩერებული იყო, მის სიხშირეზე - 106.4FM 2012 წლის 12 მარტიდან  საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის, ტელეკომოპანია PIK-ის დახურვამდე რადიო PIK მაუწყებლობდა. არხზე გადიოდა რუსულენოვანი საინფორმაციო გამოშვებები.


„პირველი რადიო“ „ჯორჯიან მედია ჰოლდინგს“ ეკუთვნის და 1994 წლის სექტემბრიდან მაუწყებლობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: