„ინტერ რაო“ ტარიფის დაწევაზე არ თანხმდება

„ინტერ რაო“ ტარიფის დაწევაზე არ თანხმდება

ენერგეტიკის სამინისტროსა და „ინტერ რაოს“ შორის შეთანხმება დენის ტარიფების შემცირებასათან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერ შედგა. საქართბველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართა.


როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრმა კახი კალაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა, მათი პირველადი ინფორმაციით, ტარიფების შემცირება ნამდვილად არის შესაძლებელი, რაზეც კონსულტაციები მიმდინარეობს.


კალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „ინტერ რაოსთან“ მოლაპარაკებები დასრულდება სამინისტრო საზოგადოებას შედეგებს აუცილებლად გააცნობს.


რაც შეეხება „ინტერ რაოს“ წარმომადგენლების ვიზიტს საქართველოში, ისინი ქვეყანაში ერთი კვირით ჩამოვიდნენ. მათი ვიზიტი ოფიციალურად ხვალ იწურება, თუმცა, თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა, სავარაუდოდ, ისინი საქართველოში დარჩებიან და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: