საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გაიანაც აღიარებს

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გაიანაც აღიარებს

დღეს ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბრაზილია) ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს დონალდ რამოტარს.


ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საქართველოს ელჩთან საუბრისას, გაიანას პრეზიდენტმა აღნიშნა თავისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს ელჩს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.


ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრები გაიანას ეროვნული ასამბლეის სპიკერთან რაფაელ ტროტმანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლესლი რამზამისთან.


შეხვედრებისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაიანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ამასთან, საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ორგანიზაცია ჩარიცომ-თან საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: