ბანკ "რესპუბლიკას" პირადი მრჩეველი ეყოლება
ბანკი „რესპუბლიკა“ პირადი მრჩეველის ინსტიტუტის დანერგვას იწყებს. პროექტის მიზანი კლიენტთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და მომხმარებლის მომავალი სურვილების სწორად გაანალიზებაა. პრიორიტეტია, რომ ბანკის პროდუქტი კლიენტის შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს.
"ჩვენ ყველა კლიენტს და მომხმარებელს გრძელვადიან პერსპექტივაში ვუყურებთ და შევეცდებით, ჩვენი მომსახურება იყოს განსაზღვრული არა მარტო უკეთესი საპროცენტო განაკვეთით, არამედ შევძლოთ ჩვენი მომხმარებლის მომავალი სურვილების სწორად გაანალიზება. ახალი სტრატეგია მომხმარებელს უგეგმავს ყველაფერს ისე, რომ მან უზრუნველყოს თავისი სურვილების მიღწევა", - განმარტა ბანკ "რესპუბლიკას" კომერციულმა დირექტორმა რამაზ კუკულაძემ.