ექიმებმა პაციენტების მიღებაზე უარი განაცხადეს
დილიდან გაფიცვაა ჩოხატაურის საავადმყოფოში. ექიმები აცხადებენ, რომ ისინი პაციენტებს არ მიიღებენ.
ამ ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მედპერსონალი რამდენიმე თვის ხელფასის მიუღებლობას აპროტესტებს. ექიმები აცხადებენ, რომ აგვისტოს შემდეგ კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ. საავადმყოფოს მფლობელი შპს "ადითია," რომლის წარმომადგენელი ამ დრომდე არ შეხვედრია ექიმებს. მათი შეპირება, რომ დავალიანებას გუშინ დაფარავდნენ, ტყული აღმოჩნდა. ამ დრომდე ჟურნალისტთა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე.