რაში ადანაშაულებს ბაჩო ახალაიას მეუღლე თეა წულუკიანს?
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი შს და იუსტიციის მინისტრებს უდანაშაულობის პრეზულციის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბაჩო ახალაია პროკურატურამ 4 ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების საფუძველზე დააკავა.
მისი თქმით, ახალაიას მიმართ განხორციელებული ერთთვიანი ცილისმწამებლური კამპანიის ფონზე, პროკურატურაში არანაირი საჩივარი არ შესულა. საჩივრები მხოლოდ მისი პროკურატურაში დაბარების შემდეგ შევიდა.
,,თეა წულუკიანი და არჩილ კბილაშვილი ბაჩო ახალაიას მედიასაშუალებებში დღემდე იხსენიებენ დამნაშავედ და არ იცავენ არანაირ უდანაშაულობის პრეზუმციას. წულუკიანი კი იხსენიებს, როგორც მონსტრს“, - განაცხადა ნადარეიშვილმა და დასძინა, რომ მსგავსი ტერმინი დღესდღეობით სამართალში არ არსებოს.
მისი თქმით, პოლიტიკურ დაჭერეთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება უკვე გამოხატა, თუმცა აღნიშნული ფაქტით არ დაინტერესებულა არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ამასთან, ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაია თავს კარგად გრძნობს და იგი სამარტოო საკანშია მოთავსებული.
ნადარეიშვილი ამბობს, რომ ახლაიას მისი ადვოკატი შეხვდა და მისი უფლებები და უსაფრთხოება დაცულია. რაც შეეხება დათა ახალაიას, ანი ნადარეიშვილის თქმით, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.