ლადო გურგენიძესაც დაკითხავენ?!
რადიო "კომერსანტის" ინფორმაციით, მთავარი პროკურორი არ გამორიცხავს, რომ "სახალხო ბანკის" ანუ დღევანდელი "ლიბერთი ბანკის" საქმეზე ბანკის გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე დაიკითხოს.
როგორც ცნობილია, "სახალხო ბანკის" ყოფილი მფლობელები ქონების დაბრუნებას გეგმავენ. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა შეკითხვაზე, რა ეტაპზეა ამჟამად აღნიშნული საქმე, განმარტა, რომ განცხადება პროკურატურაში შესულია და მუშაობა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, თუ პროკურორი ჩათვლის, რომ გურგენიძის დაკითხვაზე დაბარება აუცილებელია, კანონის ფარგლებში ეს განხორციელდება.
შეგახსენებთ, თავად გურგენიძის განცხადებით, მათ ბანკი იმ პირებისგან არ შეუძენიათ, ვისაც ყოფილი "სახალხო ბანკის" დაბრუნების პრეტენზია აქვს.