რასმუსენი კვლავაც აცხადებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

რასმუსენი კვლავაც აცხადებს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი

ნატოს გენალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ნატო-საქართველოს ორდღიანი შეხვედრის შედეგები შეაფასა.


რასმუსენი დადებითად აფასებს შეხვედრას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს.


"ჩვენ შევხვდით საქართველოს წარმომადგენლებს. ნატო საქართველოსთან ურთიერთობების ერთგული რჩება. შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. მივესალმებით ქვეყნის ახალი ხელისულფლების სურვილს _ რეფორმების გატარებისა და დემოკრატიის გამტკიცების საქმეში. საქართველოს მადლობა გადავუხადეთ, ავღანეთის მისიაში შეტანლი წვლილისთვის", _ წერს რასმუსენი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: