თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის შეზღუდვის მიზეზი დიღმის ველზე, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ გამავალი წყალსადენის დაზიანებაა.
საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს 13:00 საათამდე წყალი სოფელ ზურგოვანის, ზაჰესის, დიდი დიღმის, „ქოშიგორის“, აგრარული უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებებს არ მიეწოდება.
წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს ასევე, აგრარულ უნივერსიტეტს, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, საქალაქო სასამართლოს და დიღმის მასივის პირველი კვარტლის 16-სართულიან კორპუსებს.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუას, ზემო ვეძისის ქუჩებს, ვაშლიჯვარში „ფარმაკოქიმიას“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირებს - თამარაშვილის ქუჩამდე, კანდელაკის, ბუდაპეშტის და მათ მიმდებარე ქუჩებზე მაღალ სართულებს არ მიეწოდება.
მიმდინარე ინდივიდუალური გამრიცხველიანების გამო, წყალმომარაგება 20:00 საათამდე, ისანი-სამგორის რაიონში ვარკეთილი 3 I მ/რაიონის N1,3 კორპუსებს, ვარკეთილი 3 III მ/რაიონის N301, 302,304,304 ვ, 304გ კორპუსებს, ვარკეთილი 3 IV მ/რაიონის N409,414,415,416,420,425 კორპუსებს, ქვემო ფონიჭალის დასახლების N267-7 ბ, 263, 265, 269-10, 19-2-ს, ვარკეთილის მე-3 მასივს, VI კვარტლის N12 კორპუსს, ვარკეთილის მე-3 მასივს, X კვარტლის N10,12,20 კორპუსებს, ვაზისუბნის II მ/რაიონის N27 კორპუსს, შუამთის ქ. N 18,19, ჭიჭინაძის ქუჩას შეეზღუდება.
ამავე საათებში შეზღუდვა გლდანი-ნაძალადევის რაიონში გლდანი II მ/რაიონის N31,40,43 და 44 კორპუსებს, გლდანი III მ/რაიონის N79ბ, 83, 84, 85, 86, 87, 88 კორპუსებს, გლდანი V მ/რაიონის N1,2,3,4,5,8ა და 28 კორპუსებს, გლდანი VI მ/რაიონის N9 კორპუსს, გლდანი VII მ/რაიონის N22,24 კორპუსებს, გლდანი VIII მ/რაიონის N12,13,14,16,18,19 და 20 კორპუსებს შეეხება.
20:00 საათამდე წყალი ასევე, მუხიანის I მ/რაიონის N2,3,5,8,9,10,11,12 კორპუსებს, თემქის III მ/რაიონის I კვარტლის N 8, 9,10, 11 კორპუსებს, თემქის IV მ/რაიონის N 6, 7, 8, 9ა, 9ბ, 9გ, 10, 11,13 კორპუსებს, თემქის XI მ/რაიონის I კვარტლის N 4,5,6,7,12,13,14,15,16,2 ა,7ა და 15ა კორპუსებს, თემქის XI მ/რაიონის II კვარტლის N 26,27 და 28ა კორპუსებს, ავშნიანის, ვაგინეთისა და წიწამურის ქუჩებს გაეთიშება.
დღესვე, 20:00 საათამდე წყალი ვაკე-საბურთალოს რაიონში ნუცუბიძის IV მ/რაიონს N 22 კორპუსს, დიდუბე ჩუღურეთის რაიონში კი, წერეთლის გამზირის N8,10,12ა და ქურდიანის ქ. N2,4,6,11 ნომრებს არ მიეწოდება.