თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია გაეთიშება
თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია გაეთიშება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 10-დან 17 საათამდე ყაზბეგის გამზირს, შევარდენიძის, შმიდტისა და უნივერსიტეტის ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 16 საათამდე ვაზისუბნის დასახლებას და ვარკეთილის მასივის V მიკრორაიონს შეეხება.
შუქი 11-დან 12 საათამდე ორხევისა და მეორე ნავთლუღის დასახლებას, თვალჭრელიძის, მაისურაძის, ჭიჭინაძის, გუმათჰესის, ცისკარიშვილის და ქინძმარაულის ქუჩებს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 11-დან 15 საათამდე რუსთაველის გამზირს და ასათიანის ქუჩასაც შეეზღუდება.