ივანიშვილს დასავლურ პრესაში ისევ „ებრძვიან“
,,საქართვლო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ქევეშ: სამართლიანობა თუ შურიძიება“, - ასე ჰქვია სტატიას, რომესაც BBC საქართველოს შესახებ აქვეყნებს. გამოცემაში ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე დაჭერებზეა ყურადღება გამახვილებული.
BBC-ის ჟურნალისტი დამიენ მაკინესი სტატიას ერთ-ერთი პატიმრის მონათხრობით იწყებს. პატიმარი ყვება, რომ ციხეში მას სასტიკად უსწორდებოდნენ, თუმცა ყველაზე ცუდი არა ფიზიკური ძალადობა, არამედ ყოველდღიური დამცირება იყო.
სტატიის ავტორი წერს, რომ პატიმართა წამება წინა მთავრობის მარცხის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. „მთავრობა, რომელიც 9 წლის წინ პროდასავლურ კურსით მოვიდა, საბჭოთა მენტალობის დამსხვრევა სურდა, ახლა კი მის წამომადგენლებს სხვა და სხვა დანაშაულებების ბრალდებით აპატიმრებენ“, - წერს გამოცემა.
მაკინესი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკითხვაზეც ამახვილებს ყურადღებას და ახალი პრემიერის განცხადება მოჰყავს, სადაც ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის დაკითხვაც იგეგმება.
BBC-ის ჟურნალისტის თქმით, ახალი მთავრობა სწორედ სამართლიანობის აღდგენის იმედით აირჩიეს და ის დაკავებებში პოლიტიკური სარჩულის არსებობას უარყობს.