ახმედ ჩატაევის საქმეზე მესაზღვრეებს ცრუ ჩვენება მიაცემინეს

ახმედ ჩატაევის საქმეზე მესაზღვრეებს ცრუ ჩვენება მიაცემინეს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი იწყება.


წინასწარი ინფორმაციით, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე მესაზღვრეების შეცვლილი ჩვენება უნდა წარმოადგინოს.


მესაზღვრეები აცხადებენ, რომ მათ ჩვენება დააწერინეს, საიდანც ირკვეოდა, რომ ჩატაევი შეიარაღებული იყო. 


"მესაზღვრეები დღეს აცხადებენ, რომ ჩატაევს დაკავებისას თან არ ჰქონდა საბრძოლო მასალა და მათი თქმით, წინა ჩვენება მათ ზეწოლის ქვეშ კუდ-ის შენობაში მიაცემინეს", _ აცხადებს დაცვის მხარე.


ახმედ ჩატაევის დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას მოითხოვს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: