ვის უხმობს „ლაზარე“?!

ვის უხმობს „ლაზარე“?!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ცნობილი ქარტველი პოეტის რეზო ამაშუკელის ინიციტივით უკვე დარეგისტრირდა საერთო-სახალხო მოძრობა „ლაზარე“.


ლაზარეს“ მთავარი პრიორიტებებია ქართული სულიერების, მენტალიტეტისა და ტრადიციების, აღდგენა და  ამაღლება.


ივერიონი“ მოძრაობა „ლაზარეს“  დაარსებაზე, მის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე   მოძრაობის დაფუძნების ერთ-ერთ ინიციატორს რეზო ამაშუკელს ესაუბრა.


რეზო ამაშუკელი: - უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოში მოქმედ ყველა კონფესიას. მაგრამ, ჩვენ, როგორც მართლმადიდებელი ერი, დავიცავთ და მხარში დავუდგებით დედა ეკლესიას. ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტებია ქართული სულიერების აღდგენა და გაძლიერება.


-    ბატონო რეზო, რა იქნება მოძრაობა“ ლაზარეს“ მოქმედების მთავარი პრიორიტეტები, რის მიხედვითაც აპირებთ მომავალში საქმიანობას?


-    პირველ რიგში, უნდა დავიბრუნოთ ქართველობა. პატრიარქი ბრძანებს: “თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი საქართველო უნდა დავიცვათ!“ ჩვენ ამოვკრიფეთ და შევაგროვეთ პატრიარქის ეპისტოლეები და ქადაგებები იმის შესახებ, თუ როგორი გზით უნდა იაროს საქართველომ. ჩვენ ვაპირებთ სწორედ, უწმინდესისა და უნეტარესის დამოძღვრით ვიხელმძღვანელოთ. ამასთან ვაპირებთ მივყვეთ ილია მართლის გზას და დავიცავთ მისი მთავარი დებულება: „მამული,ენა, სარწმუნოება“.  რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს დიდ საფრთხეს უქმნის ქართველობას როგორც დემოგრაფიული, ასევე რელიგიისა და სულიერების თვალსაზრისით. ჩვენი პატრიარქის სიტყვები: „სამშობლო, ადამიანი“ ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ არ შეიძლება მისი უგულვებელყოფა. ეს იქნება ჩვენი მოქმედების მთავარი კრედო.


-    ბატონო რეზო, მოძრაობის პრიორიტეტებიდან და მიზნებიდან გამომდინარე,  „ლაზარეში“ გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა დიდი იქნება.  ვის შეეძლება ორგანიზაციაში გაწევრიანება?


-    ვისაც ქართულად უძგერს გული, ყველას დიდი სიხარულით მივიღებთ მოძრაობა „ლაზარეში“. ამასთან,  საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც  ქვეყნის ბედი ადარდებს, უნდა საქართველოს აღორძინება და აშენება, შეუძლია ორგანიზაციაში გაწევრიანდეს.


-    თქვენ თქვით, რომ პატივს სცემთ საქართველოში მოქმედ ყველა კონფესიის წარმომადგენელს. ეს გულისხმობს, რომ მოძრაობა „ლაზარეში“ გაწევრიანება ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს შეეძლება?


-    რა თქმა უნდა, ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელს შეეძლება  გაწევრიანება. ჩვენ ადამიანებს რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით არ ვსაზღვრავთ. ვისაც საქართველოს ბედი ადარდებს და არ უნდა, რომ ქვეყანა განადგურდეს, ყველა ასეთი ადამიანისთვის „ლაზარეს“ კარი ღიაა.  ღიად ვაცხადებ, ვინც უხეშად შეეხება ჩვენს საქართველოს, ჩვენს სულიერებას, ჩვენს რელიგიას, ის მოძრაობაში ვერ გაწევრიანდება. ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკური დივიდენდებით არინ გაჯერებულები, ჩვენს გვერდით ვერ იქნებიან.


-    თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ, რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობთ და თუ იგულისხმება ამ ორგანიზაციებში „თავისუფლების ინსტიტუტი“?


-    საქართველოში ამ დროისთვის 2 000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, მათი უმეტესობა ერთი პიროვნების მიერ იმართება და ფინანსურადაც მისგან იკვებება. იმ ორგანიზაციებს, რომელთა მთავარი მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და რელიგიის შებღალვაა, ასეთი სექტის წარმომადგენლებს ჩვენ არ მივიღებთ.  უპირველესად, იგულისხმება სწორედ „თავისუფლების ინსტიტუტი“. რადგან, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული.


-    სად შეეძლებათ მოძრაობა „ლაზარეში“ გაწევრიანების მსურველებს რეგისტრაციისთვის მოსვლა? ვინ იქნებიან მოძრაობის ხელმძღვანელები?


-    ხვალ თეატრის მოღვაწეთა კავშირში გვაქვს შეკრება, სადაც მოხდება საერთო-სახალხო მოძრაობის დარეგისტრირება და პრეზენტაცია. ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, თუ ვინ უხელმძღვანელებს „ლაზარეს“. დაანონსებულ შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამ ეტაზე ჩვენ არ გვაქვს ოფისი, მაგრამ გვინდა, რომ მსურველთა რეგისტრაცია, რაც შეიძლება გაადვილდეს და ეს თუ შესაძლებელი იქნება ის სატელეფონო ზარითაც ხორციელდებოდეს.


ესაუბრა ირმა ჭარაქაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: