ვლადიმერ ბედუკაძე: არ ვიცი, რატომ უწოდა ირმა ინაშვილმა ამ სპექტაკლს სპეცოპერაცია

ვლადიმერ ბედუკაძე: არ ვიცი, რატომ უწოდა ირმა ინაშვილმა ამ სპექტაკლს სპეცოპერაცია

სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე არ გამორიცხავს, რომ პატიმართა წამების ამსხახველ კადრებში გარკვეული თანხა იყოს აღებული.


ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს ,,ივერონის" პრესკლუბში სკაიპკონფერენციაზე  განაცხადა.


როგორც ბედუკაძემ აღნიშნა, კადრები მისი გადაღებულია. ამას არც ჟურნალისტი ირმა ინაშვილი უარყოფს. მისი თქმით, ინაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები იმდენად აბსურდულია, რომ მასზე კომენტარს არ გააკეთებს.


,,შესაძლებელია, ამ კადრებში გარკვეული თანხა იყოს აღებული, ამას გამოძიება დაადგენს. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ კვალი რუსული ძალებისკენ მიდის. რუსული კვალის ძიება გამოძიების საქმე იქნება", - განაცხადა ბედუკაძემ.


სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომლის თქმით, ინაშვილი კადრებს მაისიდან ფლობს, მაგრამ მათი გამოქვეყნება სექტემრისთვის გადაწყვიტეს. ინაშვილ-თარხან-მოურავ-ლომაიას განცხადებებიდან იკვეთება, რომ ამ დაჯგუფებას კარდები პოლიტიკური ნიშით სჭირდებოდა.


,,ფირებს არანაირი ექსპერტიზა არ ჩატარებია. ფაქტია, რომ ბელგიის სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ არანაირი სარჩელი არ შესულა. გარკვეულმა ძალამ ამ კადრების გამოაშკარავებისას ხალხის რეაქცია ვერ გათვალა", - განაცხადა ბედუკაძემ.


ამასთან, ვლადიმერ ბედუკაძე დარწმუნებულია, რომ კადრების გამოქვეყნება კოალიცია ,,ქართული ოცნების" არჩევნეში გამარჯვებას არ ისახავდა მიზნად.


,,არ ვიცი, რატომ უწოდა ინაშვილმა ვანო მერაბიშვილის მეთაურობით დადგმულ სპექტაკლს სპეცოპერაცია", - აღნიშნა ბედუკაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ საქმეში მერაბიშვილის ბრალეულობა პირველივე დადგმული კადრებდან იკვეთბა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: