სად ინახება სერგო თეთრაძის მკვლელობის ამსახველი ფირი?

სად ინახება სერგო თეთრაძის მკვლელობის ამსახველი ფირი?

სასჯელაღსრულბის სისტემის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ ბედუკაძე აცხადებს, რომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დამატებით ორი მოწმე გამოჩნდება.


როგორც ბედუკაძემ აღნიშნა, მოწმეები თეთრაძის გარდაცვალების ფაქტს უშუალოდ დაადასტურებენ.


,,დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც იციან, თუ სად გაიყვანეს გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე სერგო თეთრაძე, ვისთან მიიყვანეს და რა საუბარი შედგა“, - განაცხადა ბედუკაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ საქმეში უამრავი დეტალი და პირდაპირი მტკიცებულება გამოჩნდება.


მისი თქმით, თეთრაძესთან დაკავშირებული ვიდეოფირი გადაიღო თანამშრომელმა, რომელიც, ფაქტობრივად, მკვლელობის პროცესში  მონაწილეობდა.


ბადუკაძის განცხადებით, აღნიშნული ვიდეო ამასალა მას არ აქვს და მის შესახებ გამოძიებამ რეჟიმის სამსახურის უფროსს უნდა ჰკითოს. ამასთან, ბედუკაძე არ ამხელს იმ მტკიცებულებებს, რაც შეიძლება აღნიშნულ საქმეში კიდევ გამოჩნდეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: