მანდატურები ახალი "ფორმით" რჩებიან!

მანდატურები ახალი "ფორმით" რჩებიან!

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ყველა ელოდა, რომ სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი გაუქმდებოდა. გაუქმების ნაცვლად კი დაიწყო მანდატურის სამსახურის რეორგანიზაცია და განათლების სამინისტრომ მანდატურის ახალ ფორმაზე კონკურსიც კი გამოაცხადა. ამ კონკურსმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


მანდატურის ინსტიტუტის შესახებ, დავით ზურაბიშვილმა "მაესტროს" პრესკლუბში ისაუბრა. მისი განცხადებით, როდესაც ადამიანს პოლიციელის ფორმა აცვია და მას ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, ეს მოსწავლეების ფსიქოლოგიაზე ცუდად აისახება.


"მართალია, ზოგიერთ სკოლას საერთოდ არ სჭირდება მანდატური, მაგრამ ზოგ საჯარო სკოლაში აუცილებლობას წარმოადგენს. მანდატურს უნდა ჰქონოდა წესრიგის დამცველის ფუნქცია, მაგრამ მათ შაშკინის მხრიდან ბევრად მეტი პრივილეგიები მიენიჭათ. მასწავლებლის საქმიანობას მანდატური აკონტროლებდა. სკოლაში მანდატურის არსებობა, მთლიანად ანგრევდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებულ ურთიერთობას. მართალია, მანდატურის ინსტიტუმა სკოლაში მოსწავლეების დასწრება გაზარდა, მაგრამ, როცა ბავშვი თავიდანვე იჩაგრება, მას ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბება გაუჭირდება. კანონში შედის ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მანდატურებს სწავლის პროცესში ჩარევის უფლება აღარ ექნებათ, ისინი მხოლოდ წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ სკოლებში. მანდატური იქნება იმ სკოლაში, რომელი სკოლაც მოითხოვს", _ აცხადებს განათლების მინისტრის მოადგილე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: