რა დასკვნას ელოდება განათლების სამინისტრო?

რა დასკვნას ელოდება განათლების სამინისტრო?

"განათლების სამინისტრო ყველა გადაწყვეტილებას საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით იღებს. გასულ წელს, ღამე რომ დავიძინებდით, გაღვიძებულზე ვხდებოდით, რომ განათლების სამინისტროს რამდენიმე ახალი დებულება და გადაწყვეტილება მიუღია. ამჯერად ასე აღარ იქნება".


ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა "მაესტროს" პრესკლუბში განაცხადა.


კვლავ აქტუალურია კითხვა, იზრდება თუ არა სწავლის გადასახადი. მიუხედავად, მრავალგზის განმარტებისა, საზოგადოებაში კვლავ ჩნდება კითხვები აღნიშნუილ საკითხზე.
"სწავლის გადასახადი _ 2250 ლარი, არ გაიზრდება! უფრო მკაფიოდ ამის თქმა აღარ შეიძლება. იზრდება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ სტუდენტს ექნება გრანტის მიღების საშუალება", _ განაცხადა ზურაბიშვილმა.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობაში სამინისტრო არ ჩაერევა. მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ რეფორმები არ გატარდება.


"სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს უმაღლესი სასწავლებელის საქმიანობაში. ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკური ნიშნით ვინმეს სამსახურიდან გათავისუფლებას. განათლების სამინისტროში განათლების საკითხებზე მუშაობს გია დვალის კომიასია, რომლის დასკვნასაც დაველოდებით და ამის შემდეგ დაიწყება რეფორმების გატარება, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ უნივერსიტეტში ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის შრომა დაფასდება", _ აცხადებს ზურაბიშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: