დავით ზურაბიშვილი: "ნაციონალებისა" და "ქართული ოცნების" თანამშრომლობა გარდაუვალია!
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" თანაარსებობა გარდაუვალია, რადგან ქვეყანაში არსებობს ორხელისულფებიანობა. პირველი არჩევნების შემდეგ ბევრი პოზიტიური მოვლენა მოხდა საქართველოში. ამიტომ, ნატოს განცხადებები, რომლებიც შერბილებულ განცხადებებად შეფასდა, ჩემთვის არ იყო მოულოდნელი", _ განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა "მაესტროს" პრესკლუბში.
ზურაბიშვილმა ასევე მეცნიერების როლზეც იასუბრა და აღნიშნა, რომ საშუალო და უმაღლესი განათლება მეცნიერების განვითარების გარეშე ვერ მოხდება. "საქართველოში მეცნიერება ძალიან რთულ მდგომარეოაშია. დღემდე გაურკვეველია, რატომ დახურა წინა ხელიასუფლებამ ძალიან ბევრი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი", _ აცხადებს ზურაბიშბილი.
ამასთან, მან პირობა დადო, რომ მომავალში მსგავსი მდგომარეობა აღარ იქნება და განათლების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა არსებულმა სამეცნიერო დაწესებულებებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა გამართულად იმუშაონ.