გიგი უგულავას „პირველი რიგის წარუმატებლობა“

გიგი უგულავას „პირველი რიგის წარუმატებლობა“

IRI-ის კვლევის თანახმად, თბილისის მერის გიგი უგულავას ძირითად წარუმატებელ ნაბიჯებს შორის, გამოკითხულთა უმრავლესობა გაზრდილ ფასებს, ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადის გაერთიანებას ასახელებს.

კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: - „რა არის გიგი უგულავას ძირითადი წარუმატებლობები?“, რესპონდენტთა პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: პროდუქტებზე გაზრდილ ფასს - გამოკითხულთა 15%  პირველი რიგის წარუმატებლობად ასახელებს. 

გამოკითხულთა 11%-ის აზრით, უგულავას ძირითად წარუმატებელ ნაბიჯს პირველ რიგში ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადის გაერთიანება წარმოადგენს.

ტრანსპორტით მგზავრობის მაღალი ფასი – 8%, ბიუჯეტი – 5%, უშნო შენობები – 3%, კომუნალური გადასახადები – 2 %, ყველაფერი – 2%, არაფერი – 4% .

გამოკითხულთა 20% უგულავას პირველი რიგის მიღწევად ინფრასტრუქტურას ასახელებს, 23% კი მეორე რიგის.  16%-ის აზრით, დასუფთავება უგულავას მიერ პირველ რიგში მიღწეული წარმატებაა, 25% კი აღნიშნულს მეორე რიგის მიღწევად მიიჩნევს;

გზების შეკეთება –7%, - 14%;

ქუჩის განათება – 5%, - 12%;

სკვერების და ბაღების გაუმჯობესება – 2%, - 10%;

ძველი თბილისის განახლება – 2%, - 3%;

ტრანსპორტი – 2%, - 6%;

სოციალურად დაუცველი მოსახლეობა – 2%, - 3%;

 სტადიონები – 1%, - 3%;
 სადარბაზოებში ბუნკერების გაუქმება – 1 %, - 2%;

 შენობის ფასადები – 1%, - 3%;

 შადრევნები – 1%, - 2%;

 არაფერი – 13%, - 13%  და არ ვიცი – 23%, - 23%.

გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ თბილისის მერმა პირველ რიგში  - ინფრასტრუქტურის საკითხი უნდა მოაგვაროს, 12%-ის აზრით, სოციალური პრობლემები, 11% - კომუნალური გადასახადების შემცირება, 10% - ტრანსპორტით მგზავრობის ფასის შემცირება, ასევე 10% - დასაქმება, ხალხის კეთილდღეობდა - 8%, დასუფთავება - 4%, ტრანსპორტი - 2%, ჯანდაცვა - 2%, ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადი – 2%, პენსიები 2%, შენობები – 2%, გზები – 1% და მაღალი ფასები – 1% .


IRI-მ კვლევა 9-დან 21 ნოემბრის ჩათვლით ჩაატარა, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, პირდაპირი ინტერვიუს გზით, საარჩევნო ასაკის მქონე 1500 პირი გამოიკითხა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: