ახმედ ჩატაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ლოპოტის სპეცოპერაციის შემდეგ, სექტემბრის დასაწყისში დაკავებული აჰმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გირაოს შეფარდება დღევანდელ პროცესზე ჩატაევის ადვოკატმა მოითხოვა, რომელსაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. აჰმედ ჩატაევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებით არის აღძრული. თავად ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.