ხვალ წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს ხსენების დღეა
ხვალ წმინდა ეკატერინეს ხსენების დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. საყურადღებოა, რომ წმინდანის თავი და მარცხენა ხელი სინას მონასტერშია დაბრძანებული.
შეგახსენებთ, დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონტის ასული იყო. კერპთაყვანისცემაზე უარის თქმის გამო, იმპერატორ მაქსიმინის ბრძანებით დაახლოეით 305-313 წლებში წმინდა ეკატერინეს თავი მოკვეთეს.
ქრისტიანობაზე მან 50 ბრძენი, დედოფალი ავგუსტა, მხედართუფროსი პორფირი და 200 მეომარი მოაქცია, რომელთაც იმპერატორისგან სატანჯველი დაიმსახურეს.
ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილებს VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს.