წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადადგა

წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გადადგა

წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მიხეილ ცქიტიშვილმა გადადგომის განცხადებით დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართა, რომელიც ამ უკანასკნელმა დაკმაყოფილია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი და კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები, რომლებიც ითხოვდნენ, თანამდებობა დაეტოვებინათ წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგეობის ყველა თანამშრომელს. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმებას.


როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წალკის მუნიციპალიტეტში შემოწმება უკვე დაიწყო.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: