"უმცირესობას" ამნისტიის კანონპროექტი არ მოსწონს

"უმცირესობას" ამნისტიის კანონპროექტი არ მოსწონს

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს დეპუტატები დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ.


ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე, საპატიმროებს 3000-მდე პატიმარი დატოვებს. ამნისტია შეეხებათ: ქალებს, არასრულწლოვნებს, ნაკლებად მძიმე და ეკონომიკურ დანაშაულში ბრალდებულებს.


ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრებიც.


ამნისტია გარდა გათავისუფლებისა, კიდევ 3500 ადამიანს შეეხება, რომლებსაც სასჯელი შეუმცირდებათ.


საპარლამენტო უმცირესობა, არ ეთანხმება ამნისტიის კანონპროექტის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცებას, რადგან მათი განცხადებით, პატიმრების საქმე არ არის კარგად შესწავლილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: