დღეს საქართველოს ახალი ომბუდსმენი ეყოლება?!

დღეს საქართველოს ახალი ომბუდსმენი ეყოლება?!

პარლამენტი დღეს ახალ სახალხო დამცველს დაამტკიცებს. დეპუტატები კენჭს უყრიან უმრავლესობის ერთადერთ კანდიდატს უჩა ნანუაშვილს.


უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმცირესობა ნანუაშვილს მხარს არ დაუჭეს.


ომბუდსმენობის კანდიდატი სახალხო დამცველის აპარატის უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივით გამოდის.


"სახალხო დამცველის აპარატი უფრო უნდა გააქტიურდეს. თვითონ უნდა დაიწყოს საქმეების ძიება. გარდა წლიური ანგარიშისა, უნდა მომზადდეს თემატური ანგარიშებიც", _აცხადებს ნანუაშვილი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: