საქალაქო სასამართლოში ნუგზარ ნაჭყებიას საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ნუგზარ ნაჭყებიას საქმის განხილვა მიმდინარეობს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის ნუგზარ ნაჭყებიას საქმის განხილვა მიმდინარეობს. 


საქმის მოკვლევა უკვე 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და როგორც ნუგზარ ნაჭყებიას ადვოკატმა ელგუჯა ჩხაიძე ,,ივერიონს“ პროცესის დაწყების წინ განუცხადა, მტკიცებულებები  თბილისის საქალაქო სასამართლოს წარდგენილი აქვს და  საქმე განხილვის პროცესშია.


კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომლის ნუგზარ ნაჭყებიას განცხადებით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა  დაავალეს, რომ დაეწერა აქტი ვინმე გიორგობიანის დაკავების შესახებ.


ბრალდებულის თქმით, მან ამის შესახებ მთავარი პროკურორი ჩააყენა საქმის კურსში და აქტის დაწერაზე უარი განაცხადა, სანაცვლოდ კი ნუგზარ ნაჭყებია დაადანაშაულეს. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: